CIF Project • TSU ICT Hub

ერთიანი ციფრული ჰაბი განათლების, ინდუსტრიისა და კვლევისთვის

პროექტი ქმნის თანამედროვე ICT ცენტრს, რომელიც აერთიანებს კომპიუტერული მეცნიერების განათლების მოდერნიზაციას, ინდუსტრიულ პრაქტიკას, კვლევას და STEM მიმართულებით გენდერული ინკლუზიურობის მხარდაჭერას.

Funding

CIF-2-2024-10

კონკურენტული ინოვაციის ფონდის მხარდაჭერა

Focus

Education • Industry • Research

AI, Cloud, e-learning, gender inclusivity

TSU ICT Hub

პროექტის შესახებ

განათლების, მეცნიერებისა და ინდუსტრიის დამაკავშირებელი ჰაბი

სწრაფი ტექნოლოგიური ევოლუციის პირობებში, კომპიუტერული მეცნიერების განათლების გაძლიერების აუცილებლობა სულ უფრო ცხადი ხდება. თსუ-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამამ პირველმა რეგიონში მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, ხოლო პროექტი აგრძელებს ამ გამოცდილების გაფართოებას თანამედროვე ICT ჰაბის შექმნით.

ჰაბი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას, თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას, ელექტრონული სწავლების მხარდაჭერას, ინდუსტრიულ პროექტებში სტუდენტებისა და მკვლევრების ჩართვას და გენდერული ინკლუზიურობის გაძლიერებას STEM მიმართულებით.

პროექტი ინოვაციურად აერთიანებს ქართულ, ევროპულ და აშშ-ს საგანმანათლებლო სისტემებს და ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის მოდელს კომპიუტერული მეცნიერების განათლების განვითარებისთვის.

პროექტის მიზნები

სფეროს უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.

პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული სწავლების, ასევე e-learning მეთოდების გაძლიერება.

შრომის ბაზართან და დამსაქმებლებთან კავშირების გაძლიერება.

ლაბორატორიებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.

STEM მიმართულებებში გენდერული დისბალანსის შემცირება.

Global Network

Academic, Scientific & Industrial Collaboration

Global Reach

Partner Universities

San Diego State University

USA
Academic / Research Collaboration

Université d'Évry / Paris-Saclay

France
Double Degree Program

Westphalian University of Applied Sciences

Germany
Scientific Research

Industry Partnerships

ICT Association of Georgia

icta.ge/partners/

პროექტის თსუ გუნდი

გუნდის წევრები

მხ

მანანა ხაჩიძე

პროექტის მენეჯერი

პროფესორი, თსუ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროგრამების ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი.

მც

მაგდა ცინცაძე

პროექტის კოორდინატორი

პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების კოორდინატორი და ქართულ-ფრანგული პროგრამის ხელმძღვანელი.

აე

არჩილ ელიზბარაშვილი

სპეციალისტი, დოქტორანტი

IT მენეჯერი, Linux სისტემების ადმინისტრატორი, ტრენერი და ქართულ-ფრანგული პროგრამის კოორდინატორი.

იკ

ირაკლი კობერიძე

სპეციალისტი, დოქტორანტი

ინდუსტრიული პროექტების გამოცდილების მქონე დეველოპერი, მოწვეული ლექტორი და კვლევითი პროექტების მონაწილე.

Project Activities

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

22 ოქტომბერი, 2024

ინდუსტრიის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის გზები

ვორკშოპში მონაწილეობდნენ საქართველოს 9 უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, ინდუსტრიის წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები.

14–15 ივლისი, 2025

გენდერული ბალანსი ICT-ში — მიღწევადობის გზები

განხილული იყო გენდერული ბალანსის მიღწევის პრაქტიკები ICT და STEM მიმართულებებში, ასევე პროექტის ფარგლებში შემუშავებული გეგმა.

4–5 დეკემბერი, 2025

ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის მექანიზმები

ვორკშოპი დაეთმო ინდუსტრიული პროექტების სასწავლო პროცესში სინქრონიზაციას, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას და შეფასების მექანიზმებს.

3 აპრილი, 2026

პროექტის შედეგების შემაჯამებელი სესია

წარმოდგენილი იყო განახლებული პროგრამები, ახალი სამაგისტრო პროგრამა, გენდერული ინკლუზიურობის გეგმა, სწავლების გზამკვლევი და ჰაბის ინფრასტრუქტურა.

2025–2026

ტრენინგები სწავლების მეთოდებსა და ინფრასტრუქტურაზე

პერსონალის მომზადება თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და ჰაბის ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებისთვის.

Gender Inclusivity

გენდერული ბალანსი ICT-ში და მდგრადი ინკლუზიური გარემო

პროექტი აერთიანებს ტრენინგებს, ცნობიერების ამაღლებას, პოლიტიკის შემუშავებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას STEM მიმართულებით ქალთა აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად.

Inclusive Growth

მრავალფეროვნება, ინოვაცია და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება.

Project Results

პროექტის ძირითადი შედეგები და დოკუმენტები

State-of-the-Art Equipment

მაღალი წარმადობის workstation, სერვერი, NAS/storage, Lightboard Studio და თანამედროვე ქსელური მოწყობილობები.

Specialized Laboratory

სასწავლო და კვლევითი ლაბორატორია ქსელების, მანქანური სწავლების, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და e-learning მხარდაჭერისთვის.

Modern Practical Environment

პრაქტიკაზე, ექსპერიმენტსა და hands-on სწავლებაზე ორიენტირებული გარემო.

Active Project Involvement

სტუდენტებისა და მკვლევრების ჩართვა რეალურ ინდუსტრიულ და სამეცნიერო პროექტებში.

Practical AI & Cloud

AI მოდელების, cloud ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის პრაქტიკული გამოყენება.

თსუ ICT ჰაბი

პროექტი აძლიერებს ინოვაციას, აკადემიურ ხარისხს და ინკლუზიურ განვითარებას საქართველოს ციფრული განათლების ეკოსისტემაში.

Education • Industry • Research